საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი დავით დონდუა საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრს თეოდორა ავგერის შეხვდა

2022 წლის 19 მაისს საქართველოს ელჩი დავით დონდუა საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრს თეოდორა ავგერის შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე.

 

ბერძენმა პარლამენტარმა, რომელიც წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ბერძნულ ჟურნალისტიკაში, იყო ქართული დიასპორის შესახებ არაერთი პოზიტიური გადაცემის ავტორი და რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააჯილდოვა, როგორც საქართველოს უცხოელი მეგობარი, აღნიშნა, რომ სიამოვნებით განაგრძობს ქართულ მხარესთან თანამშრომლობას, როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის, ისე საბერძნეთში ჩვენი ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლების კუთხით.