საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა დავით დონდუამ საქართველოს საელჩოში ბერძენ პარლამენტარს, საბერძნეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, გეორგიოს კატრუგალოსს უმასპინძლა

2022 წლის 27 მაისს ელჩმა დავით დონდუამ საქართველოს საელჩოში ბერძენ პარლამენტარს, საბერძნეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, გეორგიოს კატრუგალოსს უმასპინძლა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები. ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე.

 

გეორგიოს კატრუგალოსმა თბილად გაიხსენა მინისტრობის პერიოდში მისი არაერთი შეხვედრა ქართველ კოლეგებთან და ვიზიტი თბილისსა და ბათუმში. ბერძენმა პოლიტიკოსმა მიულოცა ელჩს საქართველოს ეროვნული დღესასწაული, ხოლო ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ძლიერ, ერთიან ქვეყანაში ცხოვრება და ევროპულ ოჯახში საკუთარი ადგილის დამკვიდრება უსურვა.