საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„ხუთი კონტინენტის კულტურათა“ ფესტივალი გაიხსნა

1 სექტემბერს ღალაცის მუნიციპალიტეტის ვეიკუს პარკსა და ღალაცის თეატრში გაიხსნა „ხუთი კონტინენტის კულტურათა“ ფესტივალი.

 

4 სექტემბერს, 19.00 საათზე, ფესტივალში, მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგებიან ათენის ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები:
● ბერძნულ - ქართულ კულტურული ასოციაცია - ქართული ხალხური სიმღერებისა და ცეკვის ანსამბლი „ივერიელები“;
●ათენის კულტურის ცენტრი კავკასია - ანსამბლი ‘’კავკიასია’’;
●ქართულ-ბერძნული კულტურისა და განათლების ცენტრი - სტუდია ‘’არმაზი’’
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია თანამედროვე ქართველი მხატვრების ნინო ბაჯელიძის, სოფიო თვალაბეიშვილის, სოფო ბელთაძის, კატერინა ბადურაშვილის ნამუშევრები.