საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ათენის წიგნის ფესტივალი და საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულუ წიგნის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, ათენის წიგნის ფესტივალზე, მწერალთა სახლისა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის 2022 წლის ლიტერატურული პრემიის მფლობელთან, ივა ფეზუაშვილთან, ელინისტი ანინა გოგოხიას მოდერაციით.

პრეზენტაცია გაიხსნა წიგნის ფესტივალის ორგანიზატორის, ბერძენ გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ღრიღორის პლასტარასის მისალმებით, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავს ფესტივალებში მონაწილეობის მნიშვნელობას და ქართული ლიტერატურის ბერძნულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის ხელშეწყობის კუთხით, მომავალშიც გამოთქვა მხარდაჭერის სურვილი.

 

ღონისძიებას, რომელიც ზაპიოს პარკში ჩატარდა, ესწრებოდნენ ბერძენი სტუმრები და ათენის ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

 

 

ათენის წიგნის ფესტივალი, სადაც წარმოდგენილია ქართული სტენდი (საქართველოს მწერალთა სახლი), ღიაა 18 სექტემბრამდე ყოველდღე 18.00 საათიდან 22.00 საათამდე.