საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ათენის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, სადაც საქართველო პირველად არის წარმოდგენილი საკუთარი სტენდით, გაიმართა „ვეფხისტყაოსნისადმი“ და მისი ბერძნულენოვანი თარგმანისადმი მიძღვნილი საღამო.

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 14 სექტემბერს, ათენის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, სადაც საქართველო პირველად არის წარმოდგენილი საკუთარი სტენდით, გაიმართა „ვეფხისტყაოსნისადმი“ და მისი ბერძნულენოვანი თარგმანისადმი მიძღვნილი საღამო.

ღონისძიება გახსნა ფესტივალის დირექტორმა, ბერძენ გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტმა გრიგორის პლასტარასმა, რომელმაც ხაზი გაუსვა საბერძნეთისა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებისთვის მსგავს ფესტივალებში მონაწილეობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა საელჩოს აქტიური თანამშრომლობისთვის.

 ელჩმა დავით დონდუამ წაიკითხა მოხსენება „ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა "ვეფხისტყაოსანში."

საელჩოს პირველმა მდივანმა, ელინისტმა ანი უძილაურმა ისაუბრა "ვეფხისტყაოსნისა" და ჰომეროსის ეპოსის ტიპოლოგიურ პარალელებზე.

სიტყვით გამოვიდნენ ასევე ვეფხისტყაოსნის ბერძნული თარგმანის ავტორის, ემანუილ მიტაფიდისის შვილიშვილი, გრიგორი კირიაკოსი და წიგნის ბერძენი რედაქტორი, ფილოლოგი თალია კაფეძი. მათ ვრცლად ისაუბრეს რუსთველის გენიალურ ეპოსსა და ბერძნული თარგმანის საინტერესო ისტორიაზე.

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც ფესტივალის სტუმრები, ასევე საელჩოს მიერ მოწვეული ბერძენი მეგობრები და კოლეგები, EPLO-ს ქართველი სტიპენდიანტები, საბერძნეთის დიპლომატიური აკადემიის სტუდენტები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.