საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძე შეხვდა პეტრუპოლის მუნიციპალიტეტის მერს, ვანგელის სიმოსს
13 ნოემბერს, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან ბერიძე შეხვდა პეტრუპოლის მუნიციპალიტეტის მერს, ვანგელის სიმოსს და ვიცე-მერს, კატერინა ცეპერკას.
შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ მრავალწლიან ისტორიულ და კულტურულ კავშირებს. აღინიშნა თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა კულტურის, სპორტისა და განათლების სფეროებში, ყურადღება დაეთმო პეტრუპოლის მუნიციპალიტეტის დამეგობრების საკითხს საქართველოს ქალაქებთან. მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
