საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა სერბეთის პრეზიდენტს, ალეკსანდარ ვუჩიჩს.
2025 წლის 7 ივლისს, საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა სერბეთის პრეზიდენტს, ალეკსანდარ ვუჩიჩს.
სერბეთის სასახლეში, სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტსა და ელჩს შორის. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს, ბოლო პერიოდში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და საქართველო-სერბეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს.
ელჩმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.