Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ შეხვედრა გამართა, საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის დიპლომატიურ მრჩეველთან, კონსტანტინოს იკონომოდისთან

24 ივნისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა, საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის დიპლომატიურ მრჩეველთან, კონსტანტინოს იკონომოდისთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და საბერძნეთის პარლამენტებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებისა და გაღრმავების შესაძლებლობები.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარეების ვიზიტების ურთიერთ გაცლის შესაძლებლობა, ასევე, ორივე პარლამენტში არსებული საერთაშორის ურთიერთობების კომიტეტების ერთობლივი სხდომის ჩატარების პერსპექტივა. საუბარი ასევე შეეხო ორივე ქვეყნის პარლამენტში არსებული მეგობრობის ჯგუფების ვიზიტების განხორციელებას, როგორც საბერძნეთში, ისე საქართველოში.