საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძემ მონაწილეობა მიიღო ბალკანეთისა და შავი ზღვის მესამე ყოველწლიურ ფორუმში
2 ივლისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძემ მონაწილეობა მიიღო ბალკანეთისა და შავი ზღვის მესამე ყოველწლიურ ფორუმში, სადაც პოლიტიკოსებმა, დიპლომატებმა, ანალიტიკოსებმა და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებმა საპანელო დისკუსიის ფორმატში განიხილეს შუა აღმოსავლეთის ეკონომიკური დერეფნის თემა, რომელიც მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, ევროპასა და ინდოეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და კავშირების გაღრმავებას.
დისკუსია ეხებოდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის გამოწვევებს, პოტენციალს და მის როლს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდგრადობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
სიტყვით გამოსვლაში საქართველოს ელჩმა შუა დერეფნის უპირატესობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევრაზიის კონტინენტზე საქართველოს სატრანზიტო როლს.