ათენში ბერძნულ-ქართული კულტურის ასოციაციის ახალ სივრცეში ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი ღია გაკვეთილი ჩატარდა
2023 წლის 1 აპრილს ათენში ბერძნულ-ქართული კულტურის ასოციაციის ახალ სივრცეში ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი ღია გაკვეთილი ჩატარდა.
პედაგოგ თამარ აფციაურთან ერთად მოწაფეებმა იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა’’ განიხილეს.
ღონისძიების ფარგლებში საკვირაო სკოლის ხელმძღვანელებს, პედაგოგებსა და აღსაზრდელებს მიმართა საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დეა მუმლაძემ. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პედაგოგებს და ორგანიზაციის ხელმძღვანელს ახალგაზრდა თანამემამულეებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში ჩადებული შრომისთვის. აღუთქვა მხარდაჭერა და მოიწვია საქართველოს საელჩოში მოახლოებული დედაენის დღის აღსანიშნავად.
საელჩოს პირველმა მდივანმა ანი უძილაურმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას საზღვარგარეთ ემიგრანტების ახალგაზრდა თაობა.
ათენის კაპოდისტრიას ეროვნული უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული უცხო ენათა სკოლის ქართული ენის ლექტორმა თეონა ბერიძემ ყურადღება გაამახვილა საზღვარგარეთ ქართული ენის შესწავლის საკითხის მნიშვნელობაზე.
ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებას
მღვდელმსახურმა მამა გიორგი ნადირაშვილმა მიმართა და მოსწავლეებს და სტუმრებს ქრისტიანული ღვთისმეტყველების საფუძვლებზე ესაუბრა.