ქართული მხატვრული ფილმის ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" ჩვენება ათენში
27 ნოემბერს ათენში ბესო სოლომონაშვილის მხატვრული ფილმის ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" ჩვენება მოეწყო.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ შემოქმედებითი გაერთიანება "ლამარია“ (ხელმძღვანელი ლიგია მუშკუდიანი) და ქართულ-ბერძნული თეატრალური კულტურული ორგანიზაცია "დიონისე" (ხელმძღვანელი თაკო სამხარაძე).
მაყურებელმა ემოციებით სავსემ დატოვა დარბაზი.
ღონისძიებას საელჩოს პირველი მდივანი ანი უძილაური დაესწრო.