Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ

საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩო 2018 წლის 1 მაისიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს. სტაჟირება დაიწყება 2018 წლის 3 სექტემბრიდან და გაგრძელდება 3 დეკემბრის ჩათვლით.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება მ/წლის 1 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: [email protected].

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  1. განაცხადების გადარჩევა;
  2. გასაუბრება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
  • კარგად ფლობდეს ბერძნულ და ინგლისურ ენებს;
  • იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს საბერძნეთში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

კონკურსის თემატიკა:

  • საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;
  • საქართველო-საბერძნეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: [email protected] უნდა წარადგინოს:

  1. განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

  2. ავტობიოგრაფია;

  3. დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

  4. პასპორტის ასლი

  5. ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

  6. ერთი ფოტოსურათი (3X4);

  7. ნასამართლობის შესახებ ცნობა.

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, შემდეგ მისამართზე: 27, TAYGETOY ST., 15452 PALEO PSYCHIKO, ATHENS.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი გამოცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +30210 6742186

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.pdf

სტაჟირებისა_და_პრაქტიკის_გავლის_წესი.pdf