საქართველოს ეროვნულ არქივსა და საბერძნეთის სახელმწიფო გენერალურ არქივს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
2023 წლის 4 აპრილს საქართველოს ეროვნულ არქივსა და საბერძნეთის სახელმწიფო გენერალურ არქივს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
საბერძნეთის სახელმწიფო გენერალური არქივის დირექტორმა ამალია პაპამ ათენში საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორს, თეონა იაშვილს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ საელჩოს დროებითი რწმუნებული დეა მუმლაძე, საელჩოს პირველი მდივანი ანი უძილაური და საქართველოს ეროვნული არქივის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ეთერ ქიმერიძე.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, საარქივო სფეროს ექსპერტების გაცვლის საკითხი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საარქივო საქმიანობის შესახებ ცოდნის გაზიარების მიზნით. ამასთან, ერთობლივი ღონისძიებების, სამეცნიერო კვლევების, შეხვედრების, გამოფენების ორგანიზების თემები, რომლებზეც საარქივო დოკუმენტების ფოტორეპროდუქციებს წარმოადგენენ.