ტრეინინგ -სემინარი "წამოიწყე საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა საქართველოში"



ა.წ. 26 იანვარს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილმა მონაწილეობა მიიღო ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრის„კავკასია“ და საქართველოს „კავკასიის უნივერსიტეტის“ ერთობლივ ტრეინინგ-სემინარში „წამოიწყე საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა საქართველოში“. ღონისძიების ფარგლებში ქართველ ემიგრანტებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად არსებული ინიციატივების, საქართველოს მოქალაქეებისათვის მოქმედი საგადასახადო შეღავათების, ფინანსურ რესურსებზე (გრანტები, შეღავათიანი სესხები) წვდომის, ასევე პროგრამების: „დანერგე მომავალი“, „აწარმოე საქართველოში“, „სტარტაფების დაფინანსება“ შესახებ, საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის საორგანიზაციო საკითხებზე უფასო ტრეინინგებისა და კონსულტაციის, საქართველოს მოქალაქეებისათვის სხვა არაერთი შესაძლებლობის თაობაზე. საქართველოს ელჩმა მაღალი შეფასება მისცა აღნიშნულ ერთობლივ ინიციატივას. მან გამოთქვა დაინტერესება, საელჩოს ჩართულობით, გაიმართოს მსგავსი შინაარსის უფრო მასშტაბური ღონისძიებები, როგორც ქ. ათენში, ასევე ქ. თესალონიკში, რათა ზემოხსენებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბევრად მეტ ქართველ ემიგრანტს მიეწოდოს.