Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აცხადებს სტაჟირების პროგრამას

 

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საბერძნეთის რესპუბლიკაში ლეგალურად მცხოვრებ საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტირებული პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით. აგრეთვე პირს, რომელმაც დაასრულა პროფესიული სწავლება, ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და რომელიც სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით.

 

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 4 კანდიდატის შერჩევა შემდეგი მიმართულებებით:

 

1.      საზოგადოებასთან ურთიერთობა/სოციალური მედიის მენეჯმენტი (1 ადგილი)

2.      საქმისწარმოება (2 ადგილი)

3.      საკონსულო მომსახურება (1 ადგილი)

 

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სრული სამუშაო დატვირთვა (8 სამუშაო საათი/5 დღე კვირაში). სტუდენტებისთვის შეიძლება დაწესდეს ინდივიდუალური გრაფიკი. სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა არის 6 თვე, 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით. პროგრამაში მონაწილეობა არა ანაზღაურებადია. სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულებისას საელჩოს მიერ გაიცემა ოფიციალური ცნობა სტაჟირების გავლის შესახებ და ელჩის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი.

 

სტაჟირების პროგრამისთვის კანდიდატების შერჩევა წარიმართება შემდეგი გრაფიკით:

 

  •        მსურველთა საბუთების მიღება/გადარჩევა: 4-18 ივლისი
  •        ტესტირება/პრაქტიკული გამოცდა: 2 აგვისტო
  •        გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან: 15 აგვისტო

 

შერჩევის შემდგომ ეტაპზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ წინა საფეხურს.

 

სტაჟირების პროგრამა დაიწყება 19 აგვისტოდან.

დეტალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები თითოეული მიმართულებით წარმოდგენილია ქვემოთ:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები საზოგადოებასთან ურთიერთობა/სოციალური მედიის მენეჯმენტის მიმართულებით სტაჟირებაზე

 (1 ადგილი)

 

ü  ბერძნული და ინგლისური ენების ცოდნა მინიმუმ Β2 დონეზე

ü  სოციალურ მედიაში (Facebook, LinkedIn, Instagram, ა. შ.) ანგარიშების შექმნის და მართვის ცოდნა

ü  სოციალური მედიისთვის „კონტენტის“ (შინაარსი, აუდიო/ვიდეო, ა. შ.) შექმნის ცოდნა

ü  ინტერნეტ სივრცეში საინტერესო მასალის ეფექტიანად მოძიების/გაზიარების ცოდნა

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები საქმისწარმოების მიმართულებით სტაჟირებაზე

(2 ადგილი)

ü  ბერძნული და ინგლისური ენების ცოდნა მინიმუმ Β2 დონეზე

ü  ელექტრონულ კალენდრებთან მუშაობის გამოცდილება/შეხვედრების დაგეგმვის/მართვის გამოცდილება

ü  ეფექტიანი ფორმალური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე

ü  ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის სწრაფად და ეფექტიანად მოძიების უნარი

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკონსულო მომსახურების მიმართულებით სტაჟირებაზე

(1 ადგილი)

 

ü  ბერძნული  ენის ცოდნა მინიმუმ Β2 დონეზე

ü  ეფექტიანი ფორმალური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ქართულ და ბერძნულ ენებზე.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში ელექტრონული ფორმით ([email protected]) უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

 

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ (თანდართული სტანდარტული ფორმით);

ბ) ავტობიოგრაფია ან რეზიუმე;

გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

დ) პასპორტის ასლი;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).

ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

 განაცხადი სტაჟირების შესახებ

ყურადღება: განაცხადის ფორმა უნდა იყოს შევსებული ელექტრონულად (Word ფორმატში), დასრულებული/შევსებული დოკუმენტი უნდა იყოს გადატანილი PDF ფორმატში. აგრეთვე, ყველა სხვა დოკუმენტიც (ფოტოსურათის გარდა) უნდა იყოს წარმოდგენილი PDF ფორმატში. დოკუმენტების ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნისას, წერილის სათაურში უნდა იყოს მითითებული რა მიმართულებით სურს კანდიდატს სტაჟირების გავლა (შემოთავაზებული ვარიანტებიდან).

საბუთების არასრულად/ხარვეზით წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატი არ იქნება განხილული შესარჩევი კომისიის მიერ.