საქართველოს ელჩის ლევან ბერიძის შეხვედრა საბერძნეთის განათლების, რელიგიისა და სპორტის მინისტრთან, სოფია ზახარაკისთან
2026 წლის 9 ნოემბერს, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა,ლევან ბერიძემ, შეხვედრა გამართა საბერძნეთის განათლების, რელიგიისა და სპორტის მინისტრთან, სოფია ზახარაკისთან.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების დანერგვასა და გაფართოებას, ასევე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს.
საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოში განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმებზე და ამ მიმართულებით ქვეყნის პრიორიტეტებზე, განსაკუთრებით ინოვაციური მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე. თავის მხრივ, საბერძნეთის განათლების მინისტრმა ქართულ მხარეს გააცნო საბერძნეთში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმები და ახალი ინიციატივები.
