საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან ბერიძე საბერძნეთის საზღვაო აკადემიის დირექტორს, სტავროს კარლატირასს შეხვდა
20 მაისს, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან ბერიძე საბერძნეთის საზღვაო აკადემიის დირექტორს და საზღვაო ძალების კონტრადმირალ სტავროს კარლატირასს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საბერძნეთს შორის, საზღვაო ნაოსნობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, ქართველი ახალგაზრდებისთვის სამომავლოდ აკადემიაში სწავლების შესაძლებლობებს და ორ ქვეყანას შორის აღნიშნულ სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ელჩმა აკადემიის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის და სამომავლოდ ქართველი სტუდენტებისთვის აკადემიაში სწავლების პირობები და მოთხოვნები განიხილა.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ასევე შეხვდა აკადემიის ქართველ სტუდენტს, კოკა ბუკიას, რომელიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა და მას შემდგომ კარიერულ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ელჩს, შეხვედრის ფარგლებში, საზღვაო აკადემიაში არსებული ნაოსნობის მუზეუმის მონახულების შესაძლებლობა ჰქონდა.