Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ასევე სერბეთის რესპუბლიკაში

საქართველოს ელჩი ლევან ბერიძე შეხვდა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრს ოლგა კეფალოიანისს

2026 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძე, შეხვდა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრს ოლგა კეფალოიანისს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში.
შეხვედრისას, განხილული იქნა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, მათ შორის ერთობლივი ინიციატივებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების პერსპექტივები.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ასრებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით.