Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ასევე სერბეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლევან ბერიძის შეხვედრა საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის საქმეთა მინისტრთან, თანოს პლევრისთან

2026 წლის 20 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძე შეხვდა საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის საქმეთა მინისტრს, თანოს პლევრისს.

შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა საქართველოსა და საბერძნეთს შორის, მიგრაციის საკითხებში არსებულ მდგომარეობას. ყურადღება დაეთმო საქართველოდან ლეგალური მიგრაციისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი ეტაპების განხილვას.

მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ თანამშრომლობა საბერძნეთში საქართველოდან ლეგალური მიგრაციის და შრომის ლეგალურ ბაზარზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.