Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ათენში ნიკო გომელაურის სახელობის ქართული თეატრალური დასის მიერ დაიდგა სპექტაკლი „გოდოს მოლოდინში“

2023 წლის 28 მარტს ათენში ქართულ-ბერძნული კულტურისა და განათლების ცენტრ „არმაზში“ არსებული ნიკო გომელაურის სახელობის ქართული თეატრალური დასი დაფუძნდა.
თეატრი მაყურებლის წინაშე წარდგა ირლანდიელი დრამატურგის, სემუელ ბეკეტის პიესით: „გოდოს მოლოდინში“.
პროექტის ავტორი, თეატრის დამფუძნებელი და დამდგმელი რეჟისორი ათენში მოღვაწე ქართველი რეჟისორი და მსახიობი ნიკოლოზ ტყავაძეა.
პროექტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს “დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის” საგრანტო პროგრამის თანადაფინანსებით განხორციელდა.
სპექტაკლის პრემიერას ესწრებოდნენ ათენში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, ქართველი და ბერძენი თეატრის მოყვარულები.
სპექტაკლის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დეა მუმლაძემ. მან მიულოცა საზოგადოებას ათენში ქართული თეატრის დაფუძნება და წარმატება უსურვა დასს. აქვე ყურადღება გაამახვილა ქართული კულტურის პოპულარიზაციის, აგრეთვე საზღვარგარეთ ქართული დიასპორის განვითარებისა და გაძლიერებისთვის “დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის” საგრანტო პროგრამების მნიშვნელობაზე.