ელჩი დავით დონდუას სამუშაო ვიზიტი თესალონიკში
2023 წლის 18-19 იანვარს გაიმართა საბერძნეთში საქართველოს ელჩის, დავით დონდუას სამუშაო ვიზიტი თესალონიკში.
ელჩი დავით დონდუა და საელჩოს მრჩეველი ილია მარჯანიძე შეხვდნენ საბერძნეთის ხელოვნების გამოფენის Art Thessaloniki-ს დამფუძნებელს და დირექტორს პანტელის ტაცისს, HELEXPO-ს მმართველ დირექტორ კირიაკოს პოზრიკიდისს, ღვინის მწარმოებელი ცნობილი კომპანიის მფლობელ ევანგელოს გეროვასილიუს, ოლიმპოსის კულტურული ფესტივალი ORFEO-ს პრეზიდენტ გრიგორიოს პაპახრისტოსს, ღვინის იმპორტიორი კომპანიის My cava/ depot de vins-ის მფლობელ სტელიოს დიმიტრიადისს;
აგრეთვე კიტროსის, კატერინის და პლატამონის მიტროპოლიტ გეორგიოსს.
თემატურად განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები: სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიმართულები.
განსაკუთრებული ფოკუსი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე.