Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან კატერინა საკელაროპულუსთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან კატერინა საკელაროპულუსთან. 

მინისტრმა ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და ხაზი გაუსვა მსგავსი ტიპის მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად.

საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან კავშირებს და აღნიშნა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ასევე ხაზი გაუსვა რეგიონის მიმართ საბერძნეთის განსაკუთრებულ დაინტერესებას. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბერძნულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.