Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება

   ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება დამტკიცებულია!

    2025 წლის 8 აპრილს, საბერძნეთის პარლამენტში, ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა შეთანხმება ,,საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ”.
 
   საბერძნეთი ევროკავშირის რიგით მესამე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან მსგავსი შეთანხმება გააფორმა. საბერძნეთის პარლამენტის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირებით კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და საბერძნეთს შორის აქტიური ურთიერთთანამშრომლობისა და მჭიდრო კავშირების მაღალი დონე.
 
    აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად ურთიერთაღიარების საფუძველზე, საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდის ჩაბარების გარეშე სატრანსპორტო საშუალებების მართვის ქართული მოწმობა გადაცვალონ შესაბამისი კატეგორიის ბერძნულ მოწმობაზე. ასევე, ხელშეკრულება ხელს შეუწყობს მათ უკეთ ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში. იგივე პირობებით ისარგებლებენ საბერძნეთის მოქალაქეები საქართველოში.
 
   აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება გაფორმდა 2024 წლის 26 სექტემბერს, ქ. ათენში, საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ, საბერძნეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ამ შეთანხმების რატიფიცირება მ.წ. 8 აპრილს მოახდინა.
 
    მისი ამოქმედება მოხდება მას შემდეგ, რაც რატიფიცირების შესახებ ინფორმაცია ოფიციალური არხებით ეცნობება ქართულ მხარეს.