Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან ბერიძე ეწვია საზღვაო ძალების უმცროსოფიცერთა აკადემიას, სადაც ქართველი კადეტები სწავლობენ

    13 მაისს, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან ბერიძე, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ეწვია საზღვაო ძალების უმცროსოფიცერთა აკადემიას, სადაც შეხვედრები გამართა საბერძნეთის აკადემიის მეთაურთან, ხრისტოს ათანასიუსთან და საზღვაო ფლოტის წვრთნების მეთაურთან, კონტრადმირალ სპირიდონ ციაფუტისთან. ვიზიტისას, ელჩმა აკადემიაში ჩარიცხული ქართველი კადეტები მოინახულა.
 
    შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და საბერძნეთს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობა ორი ქვეყნის მეგობრული კავშირების გამყარების კუთხით. აკადემიის ხელმძღვანელობამ საზღვაო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა. მხარეებმა ასევე განიხილეს აკადემიაში ქართველი კადეტების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა და ამ მიმართულებით დამატებითი კონსულტაციების გამართვის მზაობა გამოთქვეს.
 
    შეხვედრისას, ასევე, ხაზი გაესვა ქართველი კადეტების აკადემიაში სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ ამჟამად აკადემიაში სწავლებას გადის საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 4 თანამშრომელი, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და დისციპლინით. საქართველოს ელჩი პირადად გაესაუბრა ქართველ კადეტებს და მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.