Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძემ, მონაწილეობა მიიღო ქ. პატრაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში

     6 ივნისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძემ, მონაწილეობა მიიღო ქ. პატრაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, თემაზე ,,აკადემიური დაწესებულებების როლი ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში”. კონფერენცია, UNICEF-ისა და პატრას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით გაიმართა.
 
     კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ელჩმა ისაუბრა სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ბავშვთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით და ყურადღება გაამახვილა, რომ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, ისე საკანონმდებლო უწყებისთვის ბავშვთა უფლებებზე ზრუნვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ელჩმა, ამასთანავე, ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას.
 
     საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა საქართველოს მასშტაბით დაარსებულ ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრებზე, რომლებიც UNICEF-ის საპილოტე პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა და აღნიშნული პროექტი პირველად საქართველოში დაინერგა, ხოლო შემდგომ, საბერძნეთშიც გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, სხვადასხვა უნივერსიტეტში, უკვე თერთმეტამდე მსგავსი ცენტრი ფუნქციონირებს.
 
     კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოთხი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, რომლებმაც, ორი დღის განმავლობაში, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით დამსწრე საზოგადოებას ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.