Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძე საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკონომიკის დარგში, ათანასიოს ხაძივასილიუს შეხვდა

      19 მაისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძე საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკონომიკის დარგში, ათანასიოს ხაძივასილიუს შეხვდა.
 
      მხარეებმა განიხილეს საქართველო-საბერძნეთის ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, იმსჯელეს მიმდინარე წელს საქართველოში ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვაზე და საქმიანი შეხვედრების ხელშეწყობაზე კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გასააქტიურებლად.
 
      საუბრისას განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობა განახლებადი ენერგიის, ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში.
 
      მინისტრის მოადგილემ დაადასტურა საბერძნეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო ისტორიულად და კულტურულად ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ღირსეულად გადაწყეტს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. 
 
      თავის მხრივ, ელჩმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია კვლავ რჩება საქართველოს მთავარ პრიორიტეტად და აქტიურად გრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით გასატარებელი რეკომენდაციების შესასრულებლად.
ამასთან, ელჩმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში საქართველოს სატრანზიტო, ენერგეტიკულ და სტრატეგიული პარტნიორობის როლზე და ქვეყნის მნიშვნელობაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საქმეში.