Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ასევე სერბეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საგანგებო და და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძემ საელჩოში უმასპინძლა ახალგაზრდა მომღერალს, მათე მარტიაშვილს

საქართველოს საგანგებო და და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ საელჩოში უმასპინძლა საქართველოდან სტუმრად ჩამოსულ ახალგაზრდა მომღერალს, მათე მარტიაშვილს, დედასთან, თინათინ ჭულუხაძესთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ 12 წლის მათე მარტიაშვილი, ბერძენი პროდიუსერის, ილიას მალანდირის მიწვევით, ცნობილ ბერძენ მომღერლებთან ერთად, ათენის მთავარ სამუსიკო დარბაზში გამართულ კონცერტში მონაწილეობდა. მათემ მაღალი პროფესიონალიზმით შეასრულა ორი სოლო სიმღერა, ათენის “კავკასიის” კულტურის ცენტრის მუსიკალური გუნდის თანხლებით და დარბაზის გულმხურვალე ოვაციები დაიმსახურა. ღონისძიებაზე ასევე შესრულდა ცედური მრავალჟამიერი “კავკასიის” მუსიკალურ გუნდისა და მათეს ერთობლივი შესრულებით.

საქართველოს ელჩმა ახალგაზრდა შემსრულებელს კონცერტზე წარმატებული გამოსვლა მიულოცა და საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისათვის მადლობა გადაუხადა.

მათე მარტიაშვილი სამაჩაბლოდან დევნილი გახლავთ, იგი “რანინა”-ს მეშვიდე სეზონში მონაწილეობდა.