საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“
საკონსულოში მოქალაქეთა მიღება წარმოებს 09.00 - 13.00 სს. (შაბათ/კვირისა და უქმე/დასვენების დღეების გარდა) წინასწარი ჩაწერის გზით. ვიზიტის დასანიშნად ეწვიეთ მითითებულ ვებ-გვერდს - geoconsul.gov.ge. საკონსულო საკითხებზე კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ საკონსულოს დაუკავშირდეთ ყოველდღე: 13.00–17.00 საათებში (შაბათ/კვირისა და უქმე/დასვენების დღეების გარდა) შემდეგ ნომერზე: (+30) 2107489180. გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევებისთვის, საკონსულოში 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: (+30) 6952220000.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.
საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2026 წლის 7 აპრილიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს საელჩოსა და საკონსულო სამსახურში.
მინისტრის მოადგილე იანის ლოვერდოსმა საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წიგნი გაიხსნება საქართველოს საელჩოში, მისამართზე: Argonafton 11, Chalandri 152 32 19 და 20 მარტს, 13:00-დან 17:00 საათამდე.