საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლევან ბერიძისა და ათენის სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, იოანის ბრატაკოსის შეხვედრა
29 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან ბერიძე, ათენის სავაჭრო და სამრეწველო პალატის (ACCI) ახლად არჩეულ პრეზიდენტს, იოანის ბრატაკოსს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-საბერძნეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და აღნიშნულ სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების სხვადასხვა შესაძლებლობები. ამასთანავე, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური პალატების მიერ ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს და პოტენციური სავაჭრო მისიების ჩატარებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემების მნიშვნელობის განხილვას და აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის მიზანშეწონილობას. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს სტარტაპების ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებისა და ხელშეწყობისთვის საბერძნეთსა და საქართველოში.
საელჩო და ACCI განაგრძობს დაწყებულ დიალოგს, რათა GCCI-თან და საქართველოს სხვა, რელევანტურ სტრუქტურებთან ერთად, ყველა დაინტერესებული ერთეულის მონაწილეობით შეძლებისდაგვარად ოპერატიულად მომზადდეს ვირტუალური დისკუსია-სემინარი, რომელზეც მხარეები თანამშრომლობის კონკრეტულ გზებზე იმსჯელებენ, ერთობლივ პროექტებს განიხილავენ და სასურველ მიზნებს დასახავენ.
შეხვედრას საელჩოს დესპანი, დავით ჯალაღანია და ACCI-ის საერთაშორისო კომერციული ურთიერთობების დირექტორი, ელენი ფოტი ესწრებოდნენ.