Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ასევე სერბეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთში, ლევან ბერიძე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების თემაზე გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა

10 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთში, ლევან ბერიძე, მონაწილეობდა ტექნოლოგიების ევროპული ინსტიტუტის “28DIGITAL” მიერ ორგანიზებულ კონფერენციში, სადაც სხვადასხვა სფეროს ექსპერტებმა, მკვლევარებმა და სპეციალისტებმა ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელობასა და ევროპაში მისი სწრაფი ტემპებით განვითარების დინამიკაზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვის მნიშვნელობას ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროცესში.

საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემისა და სტარტაპ გარემოს შესახებ და დამსწრე საზოგადოებას გააცნო უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში არსებული ხელსაყრელი და შეღავათიანი საგადასახადო პოლიტიკა. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს, როგორც ტექნოლოგიური ჰაბის, როლი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საბერძნეთის საჯარო და კერძო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ‘28DIGITAL’ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ორგანიზაციაა, რომელიც 300-მდე კორპორაციას, 500-მდე სტარტაპსა და კვლევით ცენტრს აერთიანებს და აქვს მოქმედი 23 ოფისი ევროპის მასშტაბით.