Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთში იმყოფებოდა

   27-30 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი იყო ორმხრივი კულტურული თანამშრომლობის გაღრმავება და საბერძნეთსა და საქართველოს შორის შემოქმედებით სფეროში გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობების განხილვა იყო.
 
     ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძემ შეხვედრები გამართეს ათენში, საბერძნეთის წამყვან კულტურულ ორგანიზაციებთან და კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებთან.
 
      შეხვედრების მთავარი თემები იყო:
  • ერთობლივი კულტურული პროექტები და გამოფენები;
  • ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები და ხელოვნების სფეროში განათლების ამაღლების შესაძლებლობები;
  • არტ-კემპების ორგანიზება საბერძნეთსა და აჭარაში;
  • მასტერკლასები და კონცერტები.
 
      შეხვედრები გაიმართა:
  • ვასილის ბოკოსთან, ათენის მერიის გენერალურ მდივანთან;
  • ჰასან ჰალილთან, UNICEF-ის საბერძნეთის წარმომადგენელთან, სადაც ყურადღება დაეთმო ხელოვნების, განათლებისა და ახალგაზრდების სხვადასხვა მიმართულებით განვითარების ინიციატივებს;
  • დიმიტრის პროტოფსალტუსთან, სტავროს ნიარხოსის კულტურული ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, სადაც ათენში ქართული ხელოვნების გამოფენების მოწყობის შესაძლებლობები განიხილეს;
  • ფილიპოს ცალაჰურისთან, ათენის კონსერვატორიის სამუსიკო მიმართულების ხელმძღვანელთან, სადაც განხილულ იქნა მუსიკის სფეროში გაცვლითი პროგრამებისა და მასტერკლასების ორგანიზება, რომელიც მიზნად ისახავს ორივე ქვეყნიდან ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერას.
 
    შეხვედრებს მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე და საელჩოს მრჩეველი, ვარლამ ბაძაღუა ესწრებოდნენ.